სკანდალი აფხეზეთში - რუს ტურისტებს ყალბი საგზურები მიჰყიდეს
ამობეჭდვა · 09 / 06 / 2018 16:21
სკანდალი აფხეზეთში - რუს ტურისტებს ყალბი საგზურები მიჰყიდეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ასობით რუსი ტურისტი გახდა თაღლითობის მსხვერპლი. კერძოდ, მათ მიერ ინტერნეტით შეძენილი საგზურები ყალბი გამოდგა და ისინი ქუჩაში დარჩნენ. მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

როგორც jam-news.net წერს, დაზარალებულთა შორის არიან როგორც პენსიონერები, ასევე მცირეშემოსავლიანი ოჯახები, რომლებიც აფხაზეთში დასასვენებლად თანხას წლების განმავლობაში აგროვებდნენ.

თაღლითები ტურისტებს შეღავათიანი ტარიფებით (20 ათასიდან 120 ათას რუბლამდე) იზიდავდნენ.

დაზარალებულებმა უკვე მიმართეს პოლიციას, თუმცა თაღლითების გამოვლენა ვერ მოხერხდა. როგორც ირკვევა, კომპანიამ რამდენჯერმე შეიცვალა დირექტორი, თუმცა საიტის პრინციპები უცვლელი რჩება.

დაზარალებულებმა ასევე თხოვნ მიმაირთეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რათა გამოვლინდეს დამნაშავეები და მათ დაუბრუნდეთ გადახდილი თანხა.

ტეგები