მივესალმები მსგავს ვიზიტებს საქათველოში და მიხარია, რომ სტუდენტებმა ამჯერად სწორედ თბილისი აირჩიეს - სოფიო ქაცარავა
ამობეჭდვა · 09 / 06 / 2018 18:09
მივესალმები მსგავს ვიზიტებს საქათველოში და მიხარია, რომ სტუდენტებმა ამჯერად სწორედ თბილისი აირჩიეს - სოფიო ქაცარავა

სოფიო ქაცარავა ვესტმინსტერის უნივერიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს საგარეო კურსის მიმართულებებზე, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებაზე, სამშვიდობო პოლიტიკასა და ახალ ინიციატივაზე ისაუბრეს.

სტუდენტებმა დისკუსია გამართეს საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებსა და სტრატეგიაზე.

„ყოველთვის მზად ვარ სტუდენტებთან შესახვედრად. ამჯერად ვესტმინსტერის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებს შევხვდი, სადაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, მიზნებსა და განვითარების გზაზე ვისაუბრეთ. ​
მივესალმები სტუდენტების ვიზიტებს საქათველოში და მიხარია, რომ ამჯერად მათ სწორედ, თბილისი აირჩიეს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

 

ტეგები