ავარია თბილისში - დაშავებულია სასრაფოს ექიმი
ამობეჭდვა · 09 / 06 / 2018 20:25
ავარია თბილისში - დაშავებულია სასრაფოს ექიმი

თბილისში, პეკინის ქუჩაზე სასწრაფო დახმარების მანქანა და „ტოიოტას“ მარკის ტაქსი ერთმანეთს შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად სასწრაფოს ექიმი დაშავდა.  ამის შესახებ  "იმედინიუსი" წერს.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის დაშავებული თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

​შსს-ის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ტეგები