ლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა
ამობეჭდვა · 10 / 06 / 2018 11:39
ლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა

ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 2018 წლის პირველ ოთხ თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.6 % ით 2.9 %-მდე გაიზარდა (ერთ ლიან სესხებზე).
 
საქსტატი ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით მონეტარული სისტემის, ფინანსური ბაზრის და ფისკალური სტატისტიკის 2018 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლებს აქვეყნებს.  
 
აღნიშნულ პერიოდში შემცირებულია უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 1.1 %-ით 8.6 % მდე. პირველი 4 თვის განმავლობაში ლარში გაცემულია 10.401.7 მილიონი ლარი, ხოლო უცხოურ ვალუტაში 11.930.9 მილიონი ლარი.

ტეგები