ერთი წლის განმავლობაში ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა
ამობეჭდვა · 10 / 06 / 2018 12:42
ერთი წლის განმავლობაში ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

ერთი წლის განმავლობაში ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა. „საქსტატი“ ეროვნულ ბანკზე დაყრდნობით შესამაბის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.  
 
2018 წლის პირველ 4 თვეში ლარის კურსი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დოლართან  მიმართებაში 0.1175 პუნქტით შეიცვალა( 2.4854). 2017 წლის პირველ 4 თვეში (პერიოდის საშუალო) -2.6029 ლარი იყო.    
 
რაც შეეხება ევროს ერთი წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 0.282 პუნქტით გაუფასურდა. 2018 წლის პირველი კვრატალში ევროს კურსი(პერიოდის საშუალო) 3.0538 ლარია.
 
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ერთი ევრო 2.7718  ლარი იყო. ლარი გამყარდა რუსულ რუბლთან მიმართებაშიც.

ტეგები