ზაზა ნადირაძე ევროპის ჩემპიონია
ამობეჭდვა · 10 / 06 / 2018 15:51
ზაზა ნადირაძე ევროპის ჩემპიონია

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში კანოისტთა ევროპის ჩემპიონატის 200 მეტრზე სპრინტის ფინალი დღეს, 15:00 საათზე გაიმართა.

პირველ ეტაპზე (C1 ჰითი) ზაზა ნადირაძემ 39.026 წამით 7 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა და ამ შედეგით პირდაპირ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ფინალში ნადირაძემ 200 მეტრიანი სპრინტი 39.200 წამში დასძლია და რუს ივან შტილს 0.024 წამით გაასწრო. მესამე ადგილზე ბელარუსი არტსემ კოზირი გავიდა, რომელიც ზაზას 0.268 წამით ჩამორჩა.

ქართველმა სპორტსმენმა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაო წელს ოქროს მედლით ჩაანაცვლა.

ტეგები