ზვიად დევდარიანმა 8 პირის წინააღმდეგ ცილისწამებაზე სარჩელი შეიტანა
ამობეჭდვა · 11 / 06 / 2018 14:13
ზვიად დევდარიანმა 8 პირის წინააღმდეგ ცილისწამებაზე სარჩელი შეიტანა

არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" ყოფილმა ხელმძღვანელმა, ზვიად დევდარიანმა 8 პირის წინააღმდეგ, რეპუტაციის შელახვასა და ცილისწამებაზე სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ  17 მარტს "ქალთა მოძრაობამ" განცხადება გაავრცელა, სადაც ისინი ზვიად დევდარიანს ათამდე ქალის სქესობრივ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ. აღნიშნული განცხადების შემდეგ, დევდარიანმა თანამდებობა დატოვა. ის ბრალდებას უარყოფს.

23 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დევდარიანის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო გამოძიება, რაც ადევნებას გულისხმობს.

ტეგები