ავღანეთში რამდენიმე თავდასხმა მოხდა
ამობეჭდვა · 11 / 06 / 2018 15:34
ავღანეთში რამდენიმე თავდასხმა მოხდა

ყუნდუზის პროვინციაში მომხდარ თავდასხმას ავღანეთის უსაფრთხოების ძალების სულ მცირე 15 წარმომადგენელი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, „თალიბანის“ წევრები თავს დაესხნენ ერთ-ერთ საგუშაგოს. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 10 ჯარისკაცი და 5 პოლიციელი.

ასევე 6 სამოქალაქო პირი დაიღუპა ღაზნის პროვინციაშიც, სადაც მიკროავტობუსი აფეთქდა გზაზე დატოვებულ ნაღმზე. ადგილობრივ ხელისუფალთა ინფორმაციით, ღაზნის პროვინციაში „თალიბანი“ თავს დაესხა პოლიციელებსაც, რომლებმაც საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

მოკლულია სულ მცირე 3 პოლიციელი და 10 თავდამსხმელი.

ტეგები