„ნიკა მელია არ დაუკავებიათ, ის სიტუაციას გაარიდეს“ - სოფო კილაძე
ამობეჭდვა · 11 / 06 / 2018 18:06
„ნიკა მელია არ დაუკავებიათ, ის სიტუაციას გაარიდეს“ - სოფო კილაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი და დეპუტატი ნიკა მელია დაკავებული არ არის, არამედ ის დაძაბულ სიტუაციას გაარიდეს. ამის შესახებ კილაძემ "ქრონიკის" ეთერში თქვა.

"სრული პასუხისმგებლობით შემიძლიათ გითხრათ, რომ ბატონი მელია არ არის დაკავებული, არც არავის დაუკავებია, უბრალოდ ადგილი ჰქონდა რამდენიმე პირის მხრიდან, მათ შორის მელიას მხრიდან, პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. აქედან გამომდინარე, ბატონი მელია, განარიდეს სიტუაციას. ბატონ მელიას, როგორც პარლამენტარს, მას ბუნებრივია იმუნიტეტი იცავს", - განაცხადა სოფიო კილაძემ. 

ტეგები