დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს შეხვდნენ
ამობეჭდვა · 12 / 06 / 2018 10:26
დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი, დნალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრა სინგაპურში, კუნძულ სენსოტაზე გაიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივ დოკუმენტს საზეიმოდ მოაწერეს ხელი.

დოკუმენტით, პრეზიდენტმა ტრამპმა ჩრდილო კორეისთვის უსაფრთხოების გარანტიების ვალდებულება აიღო, თავის მხრივ კიმ ჩენ ინმა დაადასტურა მტკიცე და ურყევი ვალდებულება კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების გეგმასთან დაკავშირებით.

კიმ ჩენ ინმა დოკუმენტს ისტორიული უწოდა. "ჩვენ ვნახავთ დიდ ცვლილებებს", - დასძინა მან.

თავის მხრივ ტრამპმა აღნიშნა, რომ სამიტის შედეგებით ამაყობს. "ვფიქრომ ჩვენი ურთიერთობა ჩრდილოეთ კორეასთან უკვე სულ სხვა ფაზაშია, ვიდრე წინათ", - განაცხადა ტრამპმა.

ტეგები