აფხაზეთში ხანძარს ებრძვიან
ამობეჭდვა · 12 / 06 / 2018 11:22
აფხაზეთში ხანძარს ებრძვიან

ოკუპირებულ აფხაზეთში, ძველი გაგრის ტყეში ხანძარია. ტყეში ხანძარი 11 ივნისს გაჩნდა.

ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის. დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, ცეცხლის ჩაქრობას რთული რელიეფი უშლის ხელს.

ადგილზე 80 მეხანძრე-მაშველი იმყოფება.

ხანძარი 4 კვადრატულ კილომეტრზეა გავრცელებული.

ტეგები