"დასაფასებელია თქვენი ყოველდღიური თავდადება" - პრეზიდენტი მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს
ამობეჭდვა · 12 / 06 / 2018 13:22
"დასაფასებელია თქვენი ყოველდღიური თავდადება" - პრეზიდენტი მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს და გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის.

"გულითადად ვულოცავ მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღესასწაულს!

დასაფასებელია თქვენი ყოველდღიური თავდადება და შრომა, რომლითაც ურთულეს ვითარებაში მაღალი პროფესიონალიზმითა და მონდომებით იბრძვით ადამიანების სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
ქართული საზოგადოება არასოდეს დაივიწყებს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მაშველების თავგანწირვას.
ქედს ვიხრი, თბილისში 13 ივნისის წყალდიდობისას დაღუპული მაშველის ზურაბ მუზაშვილის ხსოვნის წინაშე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად, არაერთი ადამიანი გადაარჩინა.
სამაგალითოა თქვენი თავგანწირვა, პროფესიისა და ჰუმანური პრინციპებისა და ღირებულებებისადმი დამოკიდებულება. სწორედ ასეთ ღირსეულ მაგალითებზე იზრდებიან თაობები და ვითარდება სახელმწიფო.
მადლობას გიხდით გაწეული შრომისათვის!" - წერს მარგველაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ტეგები