ივანიშვილის სისტემა შეტორტმანდა - სააკაშვილი მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე
ამობეჭდვა · 12 / 06 / 2018 14:59
ივანიშვილის სისტემა შეტორტმანდა - სააკაშვილი მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"პითონი კა ცდილობს კანი შეიცვალოს.ივანიშვილის სისტემა შეტორტმანდა სახალხო ზეწოლის ქვეშ და ის ემზადება მთავრობის შესაცვლელად. საქარველოს "მთავრობა" აუცილებლად უნდა შეიცვალოს, მაგრამ არა ოლიგარქის მორიგი (მოსკოვთან შეთანხმებული) თოჯინებით. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება სახალხო ნდობის მქონე მთავრობა, უცხოელი, სასურველია ამერიკელი და ბრიტანელი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში, სახალხო ნდობით აღჭურვილი პროკურორი (შესაძლებელია უცხოელი იურისტის მოწვევა) და ახალი საპარლამენტო არჩევნები, ჩატარებული საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის და არა ოლიგარქის მიერ", - წერს სააკაშვილი.

ტეგები