ორ ქვეყანას შორის კავშირებს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საპარლამენტო დიპლომატია და კომიტეტთაშორისი აქტიური დღის წესრიგი, რაც ჩვენი სტრატეგიის პრიორიტეტია - სოფიო ქაცარავა
ამობეჭდვა · 12 / 06 / 2018 15:24
ორ ქვეყანას შორის კავშირებს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საპარლამენტო დიპლომატია და კომიტეტთაშორისი აქტიური დღის წესრიგი, რაც ჩვენი სტრატეგიის პრიორიტეტია - სოფიო ქაცარავა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს ცვეტა კარაინჩევას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები, ნატო-ს მომავალი სამიტი და მასთან დაკავშირებული მოლოდინები განიხილეს.

„ჩვენი ბულგარეთთან თანამშრომლობა საგრძნობლად აქტიურია, რაზეც მაღალი დონის ვიზიტები, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა და საპარლამენტო კავშირები მეტყველებს. ახლა განსაკუთებით მნიშვნელოვანია ეს, როცა სწორედ, ბულგარეთია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ორ ქვეყანას შორის კავშირებს მნიშვნელოვნად ხელს უწყობს საპარლამენტო დიპლომატია და კომიტეტთაშორისი აქტიური დღის წესრიგი, რაც ჩვენი სტრატეგიის პრიორიტეტია“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ასევე, ევროატლანტიკური პერსპექტივების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

„ევროატლანტიკური პერსპექტივის და ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართულებით, ჩვენი სახით თქვენ გყავთ მტკიცე მხარდამჭერი“, - განაცხადა შეხვედრაზე ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ცვეტა კარაინჩევამ.






 

ტეგები