თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ამობეჭდვა · 12 / 06 / 2018 16:49
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად გალაქტიონ ბუაძე დაამტკიცეს. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

ბუაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელად, ასევე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ.

მისი კანდიდატურა საკრებულოს დეპუტატებს თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა წარუდგინა.

საკრებულოს დღევანდელ სხდომას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები არ ესწრებიან.

ტეგები