შანიძის ქუჩის N25-ში სახურავის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 12 / 06 / 2018 17:34
შანიძის ქუჩის N25-ში სახურავის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს

მთაწმინდის გამგეობამ შანიძის ქუჩის N25-ში 27 მაისს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული სახურავის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

გადაუდებელი ღონისძიებების ფარგლებში, 286 კვ.მ-ზე თუნუქის ქანობიანი სახურავი, ინდაო და კედელი მოეწყობა. განახლდება ხის კონსტრუქცია, რომელიც, სამშენებლო ნორმების შესაბამისად, ხანძარსაწინააღმდეგო ანტისეპტიკური ხსნარით მუშავდება.

სახურავის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 58, 236 ლარია გამოყოფილი.

მთაწმინდის რაიონის გამგეობა-ს ფოტო.

მთაწმინდის რაიონის გამგეობა-ს ფოტო.

ტეგები