"რეალმა" ახალი მთავარი მწრთნელის ვინაობა დაასახელა
ამობეჭდვა · 12 / 06 / 2018 20:12
"რეალმა" ახალი მთავარი მწრთნელის ვინაობა დაასახელა

ესპანეთის სამეფო კლუბს "რეალს" 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ესპანელი სპეციალისტი ჟულიენ ლოპეტეგი გაწვრთნის. 

ამჟამად ლოპეტეგი ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელია. ის ესპანეთის ნაკრებთან 2016 წლის შემდეგ მუშაობს.

ესპანელი სპეციალისტი ზინედინ ზიდანს ჩაანაცვლებს, რომელმაც მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების შესახებ 31 მაისს განაცხადა.

ლოპეტეგი წლების განმავლობაში ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ედგა სათავეში, ასევვე ის 2 წელი პორტუგალიურ "პორტუში" მუშაობდა.

ტეგები