ვულკანი ფუეგო გვატემალაში კვლავ გააქტიურდა
ამობეჭდვა · 12 / 06 / 2018 22:39
ვულკანი ფუეგო გვატემალაში კვლავ გააქტიურდა

გვატემალაში ვულკანი ფუეგო, რომელმაც 3 ივნისს 117 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, კვლავ გააქტიურდა.

ცენტრალური ამერიკის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, ვულკანიდან ფერფლისა და გაზის ამოტყორცნა დილიდან განახლდა. ამოტყორცნის სიმაღლე 5 კილომეტრს აღწევს. კრატერში მიმდინარე აფეთქებების ხმა, ვულკანიდან 10 კილომეტრში ისმის.

სპეციალისტების ვარაუდით, ფერფლი შესაძლოა 10-15 კილომეტრზე გავრცელდეს და ქვეყნის ძველ დედაქალაქ ანტიგუასაც მიაღწიოს.

შეგახსენებთ, რომ 3 ივნისს ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 117 ადამიანი დაიღუპა, 197 უგზო-უკვლოდ დაიკარგა და 57 დაშავდა. სტიქიის გამო 12,4 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მთლიანობაში, სტიქია 1,7 მილიონ ადამიანს შეეხო.

ტეგები