ახალგაზრდა „ბორჯღალოსნებმა“ იაპონია 24:22 დაამარცხეს
ამობეჭდვა · 12 / 06 / 2018 23:40
ახალგაზრდა „ბორჯღალოსნებმა“ იაპონია 24:22 დაამარცხეს

ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფის პირველ შეხვედრაში ახალგაზრდა „ბორჯღალოსნები" იაპონელებს დაუპირისპირდნენ და ორქულიანი უპირატესობით 24:22 გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე მეორე მატჩი მოიგო და ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში „ბორჯღალოსნები” ირლანდიას დაუპირისპირდებიან.

ტეგები