"ასეთ ჭრილობებს დრო ვერ აშუშებს" - კახა კალაძე 13 ივნისის ტრაგედიას იხსენებს
ამობეჭდვა · 13 / 06 / 2018 00:19
"ასეთ ჭრილობებს დრო ვერ აშუშებს" - კახა კალაძე 13 ივნისის ტრაგედიას იხსენებს

თბილისის მერი, კახა კალაძე 2015 წლის 13 ივნისის ვერეს ხეობაში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში იხსენებს.

"სამი წლის წინ დატრიალებული უბედურება ვერეს ხეობაში გუშინდელივით გვახსოვს ყველას. რამდენჯერმე მოხდა წყალდიდობა თანამედროვე თბილისში და ყველა ეს ტრაგედია წლები, თაობები ახსოვდა ქალაქს... ასეთ ჭრილობებს დრო ვერ აშუშებს, უბრალოდ ვეჩვევით ამ ჭრილობებით ცხოვრებას.

თითოეული წყალში დაკარგული სიცოცხლის ხსოვნა მუდამ დარჩება ჩვენს გულებში.

სტიქიის წინააღმდეგ მებრძოლი მაშველების და მოხალისეების გმირობა მუდამ დარჩება ჩვენს მადლიერებაში.

ახალგაზრდებო, საოცარი თაობა მოდიხართ და გისურვებთ ეს თავისუფლების ჟინი, ერთობა და მიზანსწრაფულობა არასდროს დაგეკარგოთ - ვამაყობ თქვენით", - წერას კახა კალაძე ფეისბუქ გვერდზე.

ტეგები