პროკურატურამ მარნეულის მერი მოქალაქეზე არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დააკავა
ამობეჭდვა · 13 / 06 / 2018 10:08
პროკურატურამ მარნეულის მერი მოქალაქეზე არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დააკავა

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი გვიან ღამით პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც, პირველი არხის წყაროს ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებამ მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.
 
საქმე ეხება გუშინ, 12 ივნისს გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელშიც ჩანს როგორ აიძულებენ მოქალაქეს, რომელმაც თბილისში მიმდინარე აქციის დროს ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს თემურ აბაზოვს აგინა, სახეზე შარდი წაისვას.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 144–ე მესამე პრიმა მუხლის მიხედვით, რაც დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს. საქმეს პროკურატურა იძიებს.
 
 
აბაზოვის დაკავება სავარაუდოდ მარნეულში მომხდარ ამ ფაქტს უკავშირდება. 

ტეგები