13 ივნისის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ცვლილებები შევიდა
ამობეჭდვა · 13 / 06 / 2018 13:14
13 ივნისის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ცვლილებები შევიდა

ბიუროს გადაწყვეტილებით 13 ივნისის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ცვლილებები შევიდა. პლენარულ სხდომას განსახილველად რამდენიმე საკითხი დაემატა. კანონმდებლები, მესამე მოსმენით განიხილავენ: „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „ზოგადი განათლების შესახებ“; „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტებს.

დეპუტატები „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტს თანმდევ საკითხებთან ერთად, II მოსმენით განიხილავენ. დღის წესრიგს პირველი მოსმენით განხილვისთვის „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტებიც დაემატა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კოლეგებს, საორგანიზაციო საკითხები გააცნო. ბიურომ, რამდენიმე კანონპროექტის განხილვის ვადის გადაწევის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

 

ტეგები