ბარნოვის ქუჩის N8-ში გრუნტის დამჭერი კედლისა და ლითონის ღობის რეკონსტრუქცია დასრულდა
ამობეჭდვა · 13 / 06 / 2018 14:52
ბარნოვის ქუჩის N8-ში გრუნტის დამჭერი კედლისა და ლითონის ღობის რეკონსტრუქცია დასრულდა

ბარნოვის ქუჩის N8-ში გრუნტის დამჭერი კედლისა და ლითონის ღობის რეკონსტრუქცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, გამგეობამ მწვავედ ავარიული კედლის სრული დემონტაჟი განახორციელა და დაზიანებული ღობის ელემენტები აღადგინა.
 
სამუშაოების შესრულებისას, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ქალაქისთვის ძველი უბნის იერსახის შენარჩუნება იყო. სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 27 ათასი ლარი დაიხარჯა.