16 ქვეყანა, რომლებმაც აფხაზეთსა და ცხინვალში დევნილების დაბრუნების წინააღმდეგ მისცეს ხმა
ამობეჭდვა · 13 / 06 / 2018 15:36
16 ქვეყანა, რომლებმაც აფხაზეთსა და ცხინვალში დევნილების დაბრუნების წინააღმდეგ მისცეს ხმა

ნიუ-იორკში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 72-ე სესიაზე, კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". „მისასალმებელია, რომ მხარდაჭერის პოზიტიური დინამიკა შენარჩუნებულია", - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

გაეროს გენერალური ასამბლეა აღნიშნულ რეზოლუციას 2008 წლიდან იღებს. იგი განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს - უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას - მხარი დაუჭირა 81-მა, 62-მა თავი შეიკავა, ხოლო 16-მა ქვეყანამ წინააღმდეგ მისცა ხმა. დანარჩენი ქვეყნები სხდომას საერთოდ არ ესწრებოდნენ. 

ქვეყნები, რომლებმაც დევნილების დაბრუნების შესახებ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა:

რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ბურუნდი, ლაოსი, მიანმარი, ნაურუ, ნიკარაგუა, ფილიპინები, სამხრეთ სუდანი, სუდანი, ვენესუელა, ვიეტნამი, ზიმბამბვე.

 

 

იხილეთ სრულად