სარალიძე შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა
ამობეჭდვა · 13 / 06 / 2018 16:15
სარალიძე შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისას ერთ-ერთი გარდაცვლილის მამა ზაზა სარალიძე ამ წუთებში შსს ში გამოკითხვაზე შედის. შსს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში სარალიძე დღეს პირველად დაიკითხება. სამინისტროში შესვლამდე მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გამოძიებას მკვლელების გვარებს დაუსახელებს.
 
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ტეგები