საერთო განსაცდელში ერთობამ 13 ივნისი უდიდესი სოლიდარობის დღედ აქცია - პრემიერი
ამობეჭდვა · 13 / 06 / 2018 16:49
საერთო განსაცდელში ერთობამ 13 ივნისი უდიდესი სოლიდარობის დღედ აქცია - პრემიერი

3 წლის წინ, 13 ივნისი თბილისისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის უდიდესი განსაცდელისა და ტკივილის დღე იყო, - ასე ეხმიანება პრემიერ-მინისტრის 2015 წლის 13 ივნისის სტიქიას.
 
გიორგი კვირიკაშვილმა სტიქიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო და მათ ოჯახებს თანანაგძრნობა გამოუცხადა. 
 
„ჩვენი მაშველების თავგანწირვამ ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩება მაშველ ზურაბ მუზაშვილის სახელი, რომელმაც 8 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, თავად კი, დაიღუპა. 
 
იმ მძიმე დღეებში სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ფეხზე დადგა ყველა, განსაკუთრებით კი, ჩვენი ახალგაზრდები - ისინი დადგნენ იქ, სადაც ნამდვილი მოქალაქე უნდა მდგარიყო. საერთო განსაცდელში ერთობამ 13 ივნისი ამავე დროს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და უდიდესი სოლიდარობის დღედ აქცია“, - განაცხადა პრემიერმა.
 
13 ივნისის სტიქიიდან დღეს 3 წელი გავიდა. დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით ოჯახის წევრებმა, სასულიერო პირებმა და თბილისის მთავრობამ შეამკეს. იქ მივიდნენ თბილისის მერი კახა კალაძე და საკრებულოს წევრები.

ტეგები