ქართველებს ვერ გააჩეჩნებენ, შორს ჩვენგან ჩეჩნობა - მიხეილ სააკაშვილმა ქსენოფობიური განცხადება გააკეთა
ამობეჭდვა · 13 / 06 / 2018 17:31
ქართველებს ვერ გააჩეჩნებენ, შორს ჩვენგან ჩეჩნობა - მიხეილ სააკაშვილმა ქსენოფობიური განცხადება გააკეთა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გადაცემა "არჩევანში" შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე, პოლიტიკურ მოვლენებსა და მარნეულში მომხდარ ინციდენტზე საუბრობდა, სადაც ქსენოფობიური განცხადება გააკეთა.

„საქართველო ხომ არ არის რუსეთი. მე ღრმად მწამს, რომ საქართველო არ არის რუსეთი. საქართველოს და ქართველებს ვერ გაარუსებენ და მითუმეტეს ვერ გააჩეჩნებენ. რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა მარნეულში, ეს იყო ჩეჩნობა და შორს ჩვენგან ჩეჩნობა და კადიროველობა. ყველაფერს საზღვარი აქვს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ექსპრეზიდენტის გაკეთებულ განცხადებას გადაცემის წამყვანი გიორგი გაბუნია არ გაემიჯნა არც გადაცემის მსვლელობის დროს და არც დამთავრების შემდეგ. წამყვანმა რესპონდენტს არ მიუთითა, რომ ქსენოფობიური განცხადებებისგან თავი შეეკავებინა, რაც ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დარღვევაა. 

ტეგები