"ორმაგად ამძიმებს მომხდარს ის, რომ ამ კრიმინალური ქმედების ჩადენაში ეჭვმიტანილი არიან დეპუტატები და ქალაქის მერი"
ამობეჭდვა · 13 / 06 / 2018 17:46
"ორმაგად ამძიმებს მომხდარს ის, რომ ამ კრიმინალური ქმედების ჩადენაში ეჭვმიტანილი არიან დეპუტატები და ქალაქის მერი"

მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი მარნეულში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. ნავერიანის თქმით, ყველა პირი, ვინც კანონს დაარღვევს, დანაშაულზე შესაბამის პასუხს მიიღებს.

"გაკვირვებული და აღშფოთებული ვარ მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტზე. ორმაგად ამძიმებს მომხდარს ის, რომ ამ კრიმინალური ქმედების ჩადენაში ეჭვმიტანილი არიან დეპუტატები და ქალაქის მერი, როცა ისინი თავად უნდა იყვნენ კანონის და წესრიგის სადარაჯოზე და ამის მაგალითს თანამოქალაქეებს აძლევდნენ. კანონის უზენაესობა, ბრძოლა ძალადობასთან ეს არის ჩვენი მთავარი მონაპოვარი და ყველა ვინც კანონს დაარღვევს შესაბამის პასუხს მიიღებს ჩადენილ დანაშაულზე", - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის" წევრმა თამაზ ნავერიანმა.

ტეგები