14 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ამობეჭდვა · 13 / 06 / 2018 17:48
14 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია "თელასის" ცნობით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ხუდადოვის, მანჯგალაძის, მახალდიანის და ზაქრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტეგები