ირაკლი კობახიძე კონფერენციას - "საქართველოს ევროპული გზა" დაესწრება
ამობეჭდვა · 13 / 06 / 2018 18:18
ირაკლი კობახიძე კონფერენციას - "საქართველოს ევროპული გზა" დაესწრება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 14-15 ივნისს, ბათუმში, მე-15 საერთაშორისო კონფერენციას - „საქართველოს ევროპული გზა“ დაესწრება.

ირაკლი კობახიძე კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით გახსნის. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

კონფერენცია თემატური სესიებით გაგრძელდება, რომლებშიც, მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიღებენ.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ.

კონფერენცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით პირველად გაიმართება.

ტეგები