საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩის საქმეზე დასაკითხი პირების სია გამოაქვეყნა
ამობეჭდვა · 13 / 06 / 2018 18:20
საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩის საქმეზე დასაკითხი პირების სია გამოაქვეყნა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარადის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია იმ პირთა სიას აქვეყნებს, რომლებიც საქმეზე დაიკითხებიან. ეს სია კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ კომისიის წევრებს გააცნო.

კაპანაძის განცხადებით, გამოსაკითხი ადამიანების სია საქმის მასალებიდან გამომდინარე შედგა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, ზაზა სარალიძის ადვოკატი - ნესტან ლონდარიძე, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამა, დავით დადუნაშვილი და ამავე ოჯახის ადვოკატი ხათუნა მაღლაკელიძე; მიხეილ კალანდია, მირზა სუბელიანი, მერაბ მორჩაძე, ზვიად კუპრავა, ივანე ნაკაიძე; საქმეში ფიგურანტი სხვა არასრულწლოვანი პირები და მათი წარმომადგენლები; საქმის სხვა მოწმეები, რომელთა ვინაობაც კომისიის მუშაობის დროს დროთა განმავლობაში დაზუსტდება; შს სამინისტროს წარმომადგენლები - მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, სამინისტროს წარმომადგენელი კახა სირაძე; გამომძიებლები - ანზორ ჟამერაშვილი, ირაკლი ფიფია, გიორგი ტაბატაძე, ლარისა ვიცინა, ირაკლი ცაგურია, გიორგი ჯალაღონია, ნუგზარ ნათელაშვილი და დეტექტივ-გამომძიებელი გიორგი ბაძგარიძე; საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები - ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვასაძე, თბილისის პროკურორი მალხაზ კაპანაძე, მისი მოადგილე კონსტანტინე სირაძე და საქმის პროკურორები - ზვიად ფხაკაძე, ინა გუგუშვილი, მარიკა გოგოხია, თბილისის ყოფილი პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი, გიორგი გაბოძე; იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი; ექსპერტები - სოფიო ბელქანია, გიორგი ცინცაძე, რევაზ კაპანაძე, თამარ კაიშაური, გულნაზ ტატუნაშვილი და მაია ნიკოლეიშვილი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. 

11 ივნისს საგამოძიებო კომისიას ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამას ზაზა სარალიძე შეხვდა. 

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის მასალები 11 ივნისს მიიტანეს. ეს დოკუმენტაცია საგამოძიებო კომისიამ სასამართლოდან გამოითხოვა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის შექმნასაც პარლამენტმა 6 ივნისს უყარა კენჭი, 17 წევრისგან შედგება.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატის და უფლებამოსილების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

ტეგები