ძალიან კარგად ვიცი, როგორ უჭირს ხალხს - გიორგი კვირიკაშვილი
ამობეჭდვა · 13 / 06 / 2018 18:58
ძალიან კარგად ვიცი, როგორ უჭირს ხალხს - გიორგი კვირიკაშვილი

ძალიან კარგად ვიცი, როგორ უჭირს ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

„ძალიან კარგად ვიცი როგორ უჭირს ხალხს, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ოჯახი, რომელიც ყოველდღური ცხოვრების ურთულეს პირობებში ზრუნავს, რათა რამენაირად იშოვოს ლუკმა-პური საკუთარი ოჯახისათვის, საუთარი შვილებისათვის და გადაირჩინონ თავი. ეს ასეა, მაგრამ ისიც აბსოლუტურად ზუსტად ვიცი, რომ არა ჩვენი ეს პოლიტიკა, ამ ხალხისთვის ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის შესაძლებლობა კიდევ ბევრი წლით გადავადდებოდა. ამის უფლებას მე არასოდეს მივცემდი ჩემს საკუთარ თავს. ვფიქრობ, რომ გუნდიც ძალიან მოტივირებული იყო ამ მიზნით მოქმედებისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ტეგები