"პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე დააკომპლექტოს"
ამობეჭდვა · 13 / 06 / 2018 19:06
"პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე დააკომპლექტოს"

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მასსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა.

„როგორც იცით, გუშინ გაიმართა მმართველი ძალის შეხვედრა, რომლის შემდეგაც გაკეთდა საჯარო განცხადებები. გამოიკვეთა ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა. კონკრეტულად საუბარი იყო ჩემი მეთაურობით გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან მიმართულებით. ბოლო თვეების განმავლობაში იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, სადაც გვქონდა პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული პოზიციები. ეს ნორმალური პროცესია. 2012 წლიდან მოყოლებული არასოდეს მოვრიდებივარ პოლემიკას. დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.