ნაძალადევში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ამობეჭდვა · 14 / 06 / 2018 10:26
ნაძალადევში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ქართველიშვილის ქუჩაზე 35 წლამდე მამაკაცი მოკლეს. გარდაცვლილს ჭრილობები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება ორ ნასვამ მამაკაცს შორის მოხდა.

სამართალდამცველებს იდენტიფიცირებული ჰყავთ სავარაუდო დამნაშავე, რომელიც სხვადასხვა ჭრილობით საავადმყოფოშია მოთავსებული. ის პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშაა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, რაც შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტეგები