ნაძალადევში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
ამობეჭდვა · 14 / 06 / 2018 11:57
ნაძალადევში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ნაძალადევის რაიონში მომხდარი მკვლელობის შესახებ საუბრობენ გარდაცვლილის მეზობლები. ინფორმაციას ტვ იმედი ავრცელებს.

მეზობლების თქმით, ახალგაზრდები გვიან ღამემდე სვამდნენ. დილით კი ყვირილის ხმა გაიგეს. გარდაცვლილი სახის არეშია ნაცემი და სასიკვდილო დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია სავარაუდო დამნაშავე.

ექიმის განცხადებით, 35 წლის კაცი, არაფხიზელ მდგომარეობაში, მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს საავადმყოფოში. რომელმაც სამედიცინო მომსახურებაზე უარი თქვა და ხელწერილის საფუძველზე კლინიკიდან გაწერეს.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი საგამოძიებო უწყებაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ტეგები