მცხეთაში მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა
ამობეჭდვა · 14 / 06 / 2018 14:04
მცხეთაში მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

მცხეთაში მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ინფორმაციას „პირველი“ ავრცელებს.


ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


შსს-ში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე დგინდება, გარდაცვლილი არის თუ არა საგურამოში 5 დღის წინ გაუჩინარებული მამაკაცი.

ტეგები