ილია მეორე გიო ხუციშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს
ამობეჭდვა · 14 / 06 / 2018 14:36
ილია მეორე გიო ხუციშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მომღერალ გიო ხუციშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„გიორგი ხუციშვილი იმ გამორჩეულ პიროვნებათა რიცხვს ეკუთვნის, რომელნიც სიცოცხლეს ამ ქვეყანაზე კვლავ აგრძელებენ. მისი შემოქმედება სიკეთეს თესავს და სითბოთი, სიყვარულითა და სინანულით განაწყობს მსმენელს. აღვავლენთ ლოცვებს გიორგის უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დაწესოს იგი, ხოლო მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიანიჭოს ურყევი რწმენა მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ“, - ნათქვამია უწმინდესის სამძიმრის წერილში.

გიო ხუციშვილს საბურთალოს სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ. ის მძიმე ავადმყოფობის შედეგად 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.
 

ტეგები