ბათუმში, ქალმა 4 წლის ბავშვი ცემით მოკლა
ამობეჭდვა · 14 / 06 / 2018 15:19
ბათუმში, ქალმა 4 წლის ბავშვი ცემით მოკლა

ბათუმში, 4 წლის ბავშვი ოჯახის ახლობელმა ქალმა მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელი დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი ქალმა ცემით მოკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის 109-ე მუხლით დაკავებულია ერთი პირი, რომელსაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ტეგები