არჩილ თალაკვაძე: რიგგარეშე არჩევნების ჩატარება დღის წესრიგში არ დგას
ამობეჭდვა · 14 / 06 / 2018 16:16
არჩილ თალაკვაძე: რიგგარეშე არჩევნების ჩატარება დღის წესრიგში არ დგას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება დღის წესრიგში არ დგას და მოცემულ ეტაპზე ამის არც საჭიროება არსებობს:

„მოქმედი პარლამენტი არის ქვეყანაში სტაბილურობის, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების და რეფორმებისლეგიტიმაციის ერთ-ერთი მთავარი გარანტორი. შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არ დგას დღის წესრიგში და ახლა, ამის საჭიროება ნამდვილად არ არის. საზოგადოებამ, ამომრჩეველმა 4 წლიანი მანდატი მოგვანიჭა და ეს ვალდებულება ბოლომდე იქნება მიყვანილი.


ვიტყოდი პირიქით, მოქმედი პარლამენტის როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება ახლო მომავალში“,-აღნიშნა თალაკვაძემ.



შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა.

ტეგები