საქართველოს პარლამენტის აპარატს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ამობეჭდვა · 14 / 06 / 2018 16:19
საქართველოს პარლამენტის აპარატს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პარლამენტის აპარატს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა



მემორანდუმის გაფორმებამდე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს შეხვდა. შეხვედრას პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე, დავით გელაშვილი, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი მაია ხაჯიშვილი და უმაღლესი საბჭოს წევრები და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.



„ეს იქნება თანამშრომლობა, რომელიც ეფექტურ, კოორდინირებულ კანონშემოქმედებით საქმიანობას უზრუნველყოფს“,- აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ.



საკანონმდებლო ორგანოების აპარატებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და ერთმანეთთან კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ და უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა მაია ხაჯიშვილმა.



ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის აპარატის და აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელებმა - გივი მიქანაძემ და მაია ხაჯიშვილმა მოაწერეს ხელი, საკანონმდებლო ორგანოების აპარატებს შორის კანონშემოქმედებით სფეროში თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი სხდომების, სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზების ხელშეწყობას, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელთა საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრში დაგეგმილ ტრენინგ-პროგრამებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობას ითვალისწინებს.



საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის გივი მიქანაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ისრაელის ქნესეთის, გერმანიის ბუნდესტაგისა და სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების აპარატებთან ერთობლივი ღონისძიებები და მასში აჭარის უმაღლესი საბჭოც ჩაერთვება.





 

ტეგები