ბათუმში, 4 წლის ბავშვის მკვლელობის ახალი დეტალები
ამობეჭდვა · 14 / 06 / 2018 16:24
ბათუმში, 4 წლის ბავშვის მკვლელობის ახალი დეტალები

ბათუმში, 4 წლის ბავშვის მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალებია ცნობილი. ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ქალი უზბეკია. ის ბავშვის დედის მეგობარია. მოკლული ბავშვის დედა თურქეთშია სამუშაოდ.

როგორც ირკვევა, ქალს ბავშვი ცემის დროს შემოაკვდა. დამნაშავე პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა და ფაქტის შესახებ განაცხადა. სამართალდამცველებმა მკვლელი ადგილზე დააკავეს.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის 109-ე მუხლით დაკავებულია ერთი პირი, რომელსაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

ტეგები