ბათუმში ბავშვის მკვლელობის ფაქტს სახალხო დამცველი ეხმიანება
ამობეჭდვა · 14 / 06 / 2018 16:47
ბათუმში ბავშვის მკვლელობის ფაქტს სახალხო დამცველი ეხმიანება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში ბათუმში მომხდარ მკვლელობის ფაქტს ეხმიანება, სადაც ოჯახის ახლობელმა ქალმა ბავშვი მოკლა.

"მეტირება... ჩვენი შვილები არიან ყოველდღიური ძალადობის, სექსუალური შევიწროების და სკოლაში ბულინგის მსხვერპლნი ოჯახში, ქუჩაში თუ სკოლაში... მშობლებმა ხშირად ეს არ იციან და ჰგონიათ, რომ სანდო ადამიანებს აბარებენ შვილებს... სკოლებში არ არსებობს ბულინგის გამოვლენის და სწორი რეაგირების სისტემა.

სახალხო დამცველი დაიწყებს კამპანიას, რომ არასრულწლოვნებს შეეძლოთ ძალადობის შესახებ კონფიდენციალური შეტყობინების სათანადო ორგანოში გაკეთება. მათ დღესაც შეუძლიათ კონფიდენციალურობის დაცვით ჩვენთან ცხელი ხაზის მეშვეობით განახორციელონ - 1481!" - წერს ნინო ლომჯარია.

შეგახსნებთ, ბათუმში უზბეკმა ქალმა მცირეწლოვანი ბავშვი ცემით მოკლა და ცხედარი პოლიციის განყოფილებაში მიიტანა.

ტეგები