გერმანიაში ქართველმა კაცმა თავი მოიკლა
ამობეჭდვა · 14 / 06 / 2018 16:49
გერმანიაში ქართველმა კაცმა თავი მოიკლა

გერმანიაში, ქალაქ ბუირენში ლტოლვილის სტატუსით ჩაბარებულმა, 41 წლის ქართველმა კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა ორშაბათს მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ასოციაცია “Hilfe für Menschen”-ის ცნობით, გარადაცვლილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, რომლის დამადასტურებელი სამედიცინო დასკვნაც არსებობს. ასოციაცია წერს, რომ მას მკურნალობის სავალდებულო კურსი სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გაევლო. თუმცა, ის დეპორტაციის ცენტრში ჰყავდათ დაკავებული და ერთ ადამიანზე გათვლილ საკანში იყო მოთავსებული. ასოციაციის ინფორმაციით, ასევე არსებობდა დასკვნა იმაზე, რომ ამ ადამიანისთვის მგზავრობა მიზანშეწონილი არ იყო.

ასოციაცია ბუირენის დეპორტაციის ცენტრს არასათანადო მოპყრობის გამო, ადრეც აკრიტიკებდა და ერთ ადამიანზე გათვლილი კამერების გაუქმებას მოითხოვდა. 

ტეგები