მამუკა ბახტაძის კანდიდატურას მხარი ერთსულოვნად დავუჭირეთ - არჩილ თალაკვაძე
ამობეჭდვა · 14 / 06 / 2018 18:39
მამუკა ბახტაძის კანდიდატურას მხარი ერთსულოვნად დავუჭირეთ - არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრემიერმინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურას გუნდმა მხარი ერთსულოვნად დაუჭირა. ამის შესახებ თალაკვაძემ ბახტაძის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

"საქართველოს მთავრობა მამუკა ბახტაძის მეთაურობით წარმატებით უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლას და განვითარება. მინდა მივულოცო მას და წარმატებები ვუსურვო", - განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე „ქართულმა ოცნებამ“ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა წარადგინა. 

ტეგები