ინდოეთის დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების გამო მშენებლობები აიკრძალა
ამობეჭდვა · 15 / 06 / 2018 12:38
ინდოეთის დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების გამო მშენებლობები აიკრძალა

ინდოეთის დედაქალაქის, ნიუ-დელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ჰაერის დაბინძურების გამო სამშენებლო საქმიანობა 3 დღის განმავლობაში აიკრძალა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჰაერის დაბინძურება თავს დამტყდარმა ქვიშის ქარბუქმა და წვისმის მოუსვლელობამ გაამწვავა. დედაქალაქში ნალექის დეფიციტი 57%-ს შეადგენს წლის ამ პერიოდის თვიურ ნორმასთან შედერებით.

გარდა ამისა, ეკოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია ნიუ-დელისთან ახლოს მდებარე სამ შტატშიც.

სპეციალისტების ინფორმაციით, ჰაერში მტვრის შემცველობამ PM2.5-ს გადააჭარბა, რაც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილ ნორმას 6-ჯერ აღემატება. 

ტეგები