"ბოდიშს ვუხდი იმ ქალბატონს..." - გვარამიას საჯარო ბოდიში
ამობეჭდვა · 15 / 06 / 2018 15:12
"ბოდიშს ვუხდი იმ ქალბატონს..." - გვარამიას საჯარო ბოდიში

სამაუწყყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ბოდიშს საჯაროდ, სოციალური ქსელის საშუალებით იხდის.

"ბოდიშის მოხდა არ ტეხვს და ზოგჯერ ყველაზე მძიმე შეცდომების წამალია.
აი, მე, მაგალითად, ბოდიშს ვუხდი იმ ქალბატონს, ვინც აქციიდან გავაგდე - არც მიცემია (არც ის და არც სხვა რომელიმე ქალი ცხოვრებაში), სუსის პროვოკატორიცაა, სრულიად დარწმუნებული ვარ, და იქ აქციის ჩასაშლელად იყო მოვლენილი. მაგრამ ქალი იყო მაინც და არც უნდა მეყვირა და მეგინებინა და არც უნდა მეჯიკავა. ყველა შემთხვევაში თავი უნდა შემეკავებინა.
ბოდიში ქალბატონო მთვარისა", - წერს ფეისბუქ გვერდზე გვარამია.

ტეგები