საქართველოს საკითხებს, როგორც ევროპული სტანდარტის ქვეყანას, აქტიურად განვიხილავთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად - სოფიო ქაცარავა
ამობეჭდვა · 15 / 06 / 2018 16:43
საქართველოს საკითხებს, როგორც ევროპული სტანდარტის ქვეყანას, აქტიურად განვიხილავთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად - სოფიო ქაცარავა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იური სტერკს და რუმინეთის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს როზალია ბიროს შეხვდა.

სოფიო ქაცარავამ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროპარლამენტის მიერ აბსოლუტური უმრავლესობით დამტკიცებულ რეზოლუციას „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“, რაც რუსულ აგრესიას და საქართველოს ურყევ მხარდაჭერას ასახავს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკაზე და ამ თანამშრომლობის შედეგებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც ასოცირების შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია და ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება წარმოადგენს.

„საერთაშორისო კონფერენციის დროს საშუალება გვეძლევა აქტიურად განვიხილოთ საქართველო, როგორც ევროპული სტანდარტის ქვეყანა, მისი მიზნები და პრიორიტეტები, რაც ევროკავშირში წევრობას უფრო რეალურს ხდის“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრისას, ხაზი გაუსვა საქართველოს გამოწვევებს, რომლის ფონზეც ქვეყანა ახერხებს და საერთაშორისო თანამეგობრობას განვითარების პროგრესს აჩვენებს.

ტეგები