ახალი დეტალები გლანში ახალგზარდა კაცის მკვლელობის შესახებ
ამობეჭდვა · 15 / 06 / 2018 16:56
ახალი დეტალები გლანში ახალგზარდა კაცის მკვლელობის შესახებ

თბილისში, გლდანში მოკლულ ახალგაზრდა კაცს ჭრილობები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. კაცის ცხედარი გლდანის  მეოთხე მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, ეზოში იპოვეს.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ტეგები