თამარ ხულორდავა ავსტრიის აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
ამობეჭდვა · 15 / 06 / 2018 19:53
თამარ ხულორდავა ავსტრიის აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

თამარ ხულორდავამ შეხვედრა გამართა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელთან აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ტომას ბუშმანთან.

ავსტრია მიმდინარე წლის ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. შესაბამისად, შეხვედრაზე განხილულ იქნა ავსტრიის თავმჯდომარეობის გეგმები და პრიორიტეტები.

ტომას ბუშმანმა დაადასტურა, რომ ავსტრია დადებითად აფასებს საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს და ევროკავშირთან დაახლოებას. „ავსტრია პოლიტიკურ მხარდაჭერას სთავაზობს საქართველოს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანაა“, - განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა.

თამარ ხულორდავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სურვილზე, მოახდინოს საკუთარი მიღწევების დემონსტრირება დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით და უფრო მეტიც კი გააკეთოს, ვიდრე ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს. მან ევროკავშირიდან მეტი დაფინანსების მოძიების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება და ამ საკითხში კოლეგისგან დახმარება ითხოვა. ავსტრიის მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს გეგმა, შეიმუშაოს საგზაო რუკა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და მისი ევროკავშირისთვის წარსადგენად ქართველ კოლეგას, ავსტრიის მთავრობის მიერ ევროკავშირის თავმჯდომარეობის ეგიდით ორგანიზებული ღონისძიებების გამოყენება შესთავაზა.​
 

ტეგები