სასამართლომ მარნეულის ინციდენტზე სამ პირს გირაო შეუფარდა
ამობეჭდვა · 15 / 06 / 2018 19:58
სასამართლომ მარნეულის ინციდენტზე სამ პირს გირაო შეუფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის წევრს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს აზერ სულეიმანოვს, ასევე რამინ ალახვერდოვსა და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის ნათესავს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 4 ათასი ლარის ოდენობით შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.

პროკურორის განაცხადებით, გამოძიებისა და სასამართლო განხილვების ეტაპზე ბრალდებულების დაპატიმრების საჭიროება არ იყო და მათთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

სამივე ბრალდებულის მიმართ გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ძალადობას გულისხმობს. არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.​

14 ივნისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ლვაშვილის გადაწყვეტილებით, მარნეულის მერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თემურ აბაზოვის ადვოკატებმა 10 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ მათი არგუმენტები არ გაიზიარა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 6 აგვისტოს 13:00 საათზე ჩაინიშნა.

13 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ დააკავეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მარნეულის მკვიდრი, ელჩინ ალახვერდიევი, ძალით მოაშარდინეს და შარდი სახეზე წაასმევინეს.

ტეგები